მმართველი პარტიის
მხარდამჭერი ღონისძიებები
გრძელდება. დღეს
სახელისუფლებო გუნდს
მხარდაჭერას გურჯაანსა და
მარნეულში გამოუცხადებენ.
გუშინ კი ასპინძაში
გამართულ ღონისძიებაზე
სოფია პაპუაშვილმა, მირზა
მოდებაძემ და ღამის შოუს
ბენდმა
ადგილობრივებისთვის
ყველასათვის ნაცნობი
სიმღერები
შეასრულეს.მშვიდობას
ალტერნატივა რომ არ აქვს,
ხელოვანებმა გზავნილები
სცენიდან კიდევ ერთხელ
გააჟღერეს.„ქართული
ოცნების“ მხარდასაჭერი
ღონისძიება გაიმართა
ახალქალაქშიც.
მოსახლეობის წინაშე
საზოგადოებისთვის ცნობილი
მომღერლები და მუსიკოსები
წარდგნენ, რომლებმაც
არაერთი ნაცნობი და
საყვარელი კომპოზიცია
შეასრულეს. სცენიდან
ისმოდა მთავარი გზავნილი:
"მშვიდობით, ღირსებითა და
კეთილდღეობით
ევროპისკენ“.მხოლოდ
მშვიდობით, მხოლოდ
ღირსებით და მხოლოდ
კეთილდღეობით ევროპისკენ -
მმართველი პარტიის
გზავნილის გარშემო
მუსიკოსები და
ადგილობრივი მოსახლეობა
ქედაშიც გაერთიანდნენ.
მაყურებლის წინაშე
მომღერლები გელა დონაძე და
ანუკი ცქვიტინიძე, ჯგუფი
ივერია და ჯგუფი New One
წარდგნენ.