მსოფლიო ბანკის უახლესი
გამოკვლევის, ბიზნესის
მზაობის 2024 წლის ანგარიშის
თანახმად, საქართველო
შრომის ინდექსით პირველ
ადგილზე გავიდა. ანუ ჩვენი
ქვეყანა ყველაზე
ხელსაყრელ ადგილად
აღიარეს შრომითი
საქმიანობის
ორგანიზებისათვის
ბიზნესის მზაობის
თვალსაზრისით, – ამის
შესახებ საქართველოს
ფინანსთა მინისტრის
მოადგილე მიხეილ დუნდუა
სოციალურ ქსელში
წერს.მისივე თქმით, 2024 წლის
მონაცემებით სამუშაო
ადგილებზე დასაქმებული,
ანუ დაქირავებული პირების
რიცხვი (ვინც ხელფასს იღებს
და იბეგრება) ახალ ისტორიულ
მაქსიმუმზეა და 960 ათასს
აღემატება, რაც 2025 წლისთვის
მათი რაოდენობის 1
მილიონამდე გაზრდას
სავსებით რეალისტურს
ხდის.როგორც დუნდუა
აღნიშნავს, შეიძლება
ითქვას, რომ „ქართული
ოცნების“ მმართველობის 12
წელიწადში უმუშევრობა
საქართველოში თითქმის
განახევრდა, არადა,
საერთაშორისო სავალუტო
ფონდის მონაცემებით 2012 წელს
საქართველო უმუშევრობის 12
წლიანი გაუარესებით
მსოფლიოში პირველ ადგილზე
იყო.„საქართველო შრომის
ინდექსით პირველ ადგილზე _
ფაქტები ციფრებში2024 წელს
უმუშევრობა მნიშვნელოვნად
შემცირდა და სავალუტო
ფონდის მიერ
პროგნოზირებულ 14,5%-ის
ნაცვლად 13,9%-ს გაუთანაბრდა.
უმუშევართა რაოდენობამ
ჩვენი საუკუნის ახალ
ისტორიულ მინიმუმამდე
დაიწია და 227 ათასს
გაუტოლდა.ჩვენს დროში
უმუშევართა ყველაზე
მაღალი რიცხვი, 21-ე საუკუნის
ისტორიული მაქსიმუმი 2012
წელს დაფიქსირდა _ 442,5 ათასი
უმუშევარი, რაც 95%-ით
აღემატება 2024 წლის
მაჩვენებელს. შეიძლება
ითქვას, რომ „ქართული
ოცნების“ მმართველობის 12
წელიწადში უმუშევრობა
საქართველოში თითქმის
განახევრდა. არადა,
საერთაშორისო სავალუტო
ფონდის მონაცემებით 2012 წელს
საქართველო უმუშევრობის 12
წლიანი გაუარესებით
მსოფლიოში პირველ ადგილზე
იყო. 21-ე საუკუნის პირველი 12
წელიწადში ყველაზე მეტად
უმუშევრობა სწორედ
საქართველოში გაიზარდა.
ზრდამ იმ პერიოდში 16
პროცენტულ პუნქტს
გადააჭარბა და
უმუშევრობის დონე თითქმის
27%-ს გაუთანაბრდა.2024 წლის
მონაცემებით სამუშაო
ადგილებზე დასაქმებული,
ანუ დაქირავებული პირების
რიცხვი (ვინც ხელფასს იღებს
და იბეგრება) ახალ ისტორიულ
მაქსიმუმზეა და 960 ათასს
აღემატება, რაც 2025 წლისთვის
მათი რაოდენობის 1
მილიონამდე გაზრდას
სავსებით რეალისტურს
ხდის.მსოფლიო ბანკის
უახლესი გამოკვლევის,
ბიზნესის მზაობის 2024 წლის
ანგარიშის თანახმად,
საქართველო შრომის
ინდექსით პირველ ადგილზე
გავიდა. ანუ ჩვენი ქვეყანა
ყველაზე ხელსაყრელ
ადგილად აღიარეს შრომითი
საქმიანობის
ორგანიზებისათვის
ბიზნესის მზაობის
თვალსაზრისით.აღსანიშნავია,
რომ მსოფლიო ბანკი ჩვენი
ქვეყნისთვის განკუთვნილ
ოფიციალურ ვებ გვერდზე
საქართველოში უმუშევრობის
დონის საპრეზენტაციო
მაჩვენებლად 11,5%-ს უთითებს
(2023 წელი), ეფუძნება რა
შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის მოდელირებულ
შეფასებას. მართალია, ჯერ 2024
წლის შედეგები იქ ასახული
არ არის, მაგრამ ამ მოდელზე
დაფუძნებული უმუშევრობის
დონე 2024-2025 წლებში ადვილი
შესაძლებელია ერთნიშნა
რიცხვამდე შემცირდეს და
საქართველომ ისტორიულად
ღირებული მორიგი მიღწევა
დააფიქსიროს“, - წერს
მიხეილ დუნდუა.