"ქართული ოცნების"კონკრეტული გზავნილი თუ რომელიღაც კონკრეტულ გზავნილს ემთხვევა, იმას არ ნიშნავს, რომ არის იგივე პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე, პირიქით," - ირაკლი ფავლენიშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 13
"ქართული ოცნების"კონკრეტული გზავნილი თუ რომელიღაც კონკრეტულ გზავნილს ემთხვევა, იმას არ ნიშნავს, რომ არის იგივე პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე, პირიქით," - ირაკლი ფავლენიშვილი
უკრაინის მიმართ ვაშინგტონის გზავნილები ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ომის დაწყების დღიდან, "ქართული ოცნების" რიტორიკა ტრამპის შეხედულებებს ემთხვევა.იხსენებენ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ჩაიწერა ომის არდაშვების მნიშვნელობა. გაკეთდა არაერთი განცხადებაც, რომ უკრაინაში ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო.სახელისუფლებო პარტია აქვე ოპონენტებს ახსენებს იმ კრიტიკას, რომელიც ამ მოსაზრების გამო მათი მისამართით ისმოდა. პროცესებს განსხვავებულად აღიქვამენ ოპოზიციაში. როგორც პარტიებში აცხადებენ, გარკვეული გზავნილების დამთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ მთავრობას და ვაშინგტონს ერთი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ"ქართული ოცნების" კონკრეტული გზავნილი თუ რომელიღაც კონკრეტულ გზავნილს ემთხვევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არის იგივე პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე, რაც არის ამერიკის, თუნდაც ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკური დღის წესრიგი, პირიქით,"- აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია