"ქართული ოცნება-
დემოკრატიული
საქართველოს" ამბროლაურის,
ონის, ცაგერის, ლენტეხისა
და მესტიის მაჟორიტარი
დეპუტატი გოჩა ენუქიძე,
ონის მუნიციპალიტეტში
სოფელ ჭიორის მოსახლეობას
შეხვდა.მოსახლეობასთან
შეხვედრა კითხვა - პასუხის
რეჟიმში წარიმართა. გოჩა
ენუქიძემ მოსახლეობასთან
შეხვედრის დროს ისაუბრა
ქვეყანაში და
მუნიციპალიტეტში
მიმდინარე ყველა
მნიშვნელოვან საკითხზე,
ასევე სოფელში
განხორციელებულ და
დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ
პროექტებზე. დელეგატმა
მოსახლეობას არჩევნებში
აქტიური ჩართულობისკენ
მოუწოდა.