მმართველი პარტია
საარჩევნო კამპანიის
დასკვნით ღონისძიებას
ხვალ თავისუფლების
მოედანზე ნაცვლად 16:00
საათისა, 19:00 საათზე
დაიწყებს, - განაცხადა
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა, გივი
მიქანაძემ „ქართული
ოცნების“ ოფისში გამართულ
ბრიფინგზე.„დაგეგმილი
გვქონდა, რომ ღონისძიება
ჩატარებულიყო 16:00-ზე, მაგრამ
ძალიან ბევრმა თბილისელმა
მოგვმართა თხოვნით, რომ ეს
ემთხვევა სამუშაო საათებს
და სამწუხაროდ ისინი ამის
გამო ვერ ახერხებენ
დასწრებას, ამიტომ
გადაწყვეტილება მივიღეთ,
რომ ხვალინდელი
ღონისძიება ნაცვლად 16:00
საათისა დაიწყოს 19:00-ზე“, -
აღნიშნა გივი მიქანაძემ.