„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას შეხვდა

Primetime.ge 2 თვის წინ 28
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს"  ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას ვაკის მაჟორიტარ ნოდარ ტურძელაძესთან, ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს.  ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მის პრიორიტეტულობაზე  გაამახვილეს ყურადღება.„მოსახლეობას ჩემს შესახებ ვესაუბრე. ჩემი სპორტული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრების წესი პრიორიტეტი გავხადო. მომეცა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად შევუწყო ხელი ახალგაზრდების სპორტულ განვითარებას. მიხარია, რომ „ქართული ოცნების” გუნდს შემოვუერთდი. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ მეტი და მეტი ვაკეთო. ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზეც. ყველა ჩვენგანის ვალია, პატრიოტული და ღირსეული არჩევანი გავაკეთოთ, განსაკუთრებით, დღევანდელ დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში, რეგიონის და მსოფლიოს მასშტაბით,“- განაცხადა ზუკა რურუამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია