მმართველი გუნდი ზურა
გირჩი ჯაფარიძეს ტყუილსა
და უსაფუძვლო
განცხადებებში
ადანაშაულებს. საუბარია
"კოალიცია ცვლილებისთვის"
ლიდერის წერილზე, რომელშიც
ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ
"სადაც არ უნდა გაიხედო,
ყველგან რუსეთია"."ქართული
ოცნების" ლიდერები თქმით,
ოპოზიციის განცხადებებში
"დიფ სთეითის" ხელწერაა,
რომელიც რუსული
გავლენების იარლიყის
მიკერებით, "ქართული
ოცნების" დისკრედიტაციას
ცდილობს.სახელისუფლებო
გუნდმა, "ნაციონალური
მოძრაობის" ყოფილ წევრს
დღეს წარსულიც შეახსენა,
რომლითაც დასტურდება, რომ
სწორედ სააკაშვილის
ხელისუფლების პერიოდში
იყო გაძლიერებული რუსული
გავლენები საქართველოში.
ამის ერთ-ერთი
მტკიცებულება კი,
სახელისუფლებო გუნდის
თქმით, ქართული
სტრატეგიული ობიექტების
რუსეთისთვის გადაცემა
იყო."სასაცილო და კომიკური
ადამიანები არიან,
რომლებიც წარმოადგენენ
აგენტურულ ქსელს
საქართველოს წინააღმდეგ.
ისინი არიან ის ადამიანები,
რომლებიც კლასიკურ
მაგალითებს წარმოადგენენ
"დიფ სთეითის" მართული
პირებისა, რომლის
კამპანიებით ხდება ამ
პრორუსულობის იარლიყის
მიკერება. მათთვის
მთავარია, რომ ადამიანები
ეზიზღებათ, ეზიზღებათ
ქართველი ხალხი და ხალხი,
რომელიც ირჩევს ეროვნულ
ხელისუფლებას, არა მხოლოდ
"ქართულ ოცნებას" არჩეული
ხელისუფლების სახით,
არამედ მათ
მხარდამჭერებსაც რუსი და
რუსები უნდა უწოდონ. ამით
უნდა შეეცადონ
საზოგადოების გახლეჩა და
შუღლი ჩამოაგდონ. მათ
მიზანია, რომ შემდეგ ეს
დაპირისპირებაში
გადაიზარდოს, რადგან
ძალიან კარგად იციან, რომ
სამოქალაქო
დაპირისპირების გარდა, მათ
არავითარი შანსი არ აქვთ,
რომ ხელისუფლებაში
მოვიდნენ", - განაცხადა
პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ, არჩილ
გორდულაძემ.