„ქართული ოცნების“
საარჩევნო კამპანიის
ფარგლებში დელეგატი ზუკა
რურუა, წყნეთში, კერძოდ,
მაია წყნეთელის II ჩიხში,
იძულებით გადაადგილებულ
პირებს შეხვდა. ასევე,
დელეგატმა შეხვედრა
გამართა ჭავჭავაძის N40-ში და
შერვაშიძის
ქუჩაზე.დელეგატმა ისაუბრა
26 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნების
მნიშვნელობაზე. ასევე,
შეხვედრაზე ხელისუფლების
წარმომადგენლები გაეცნენ
იმ პრობლემებსა და
გამოწვევებს, რომელიც
მოსახლეობას აწუხებს და
ერთობლივად განიხილეს
მათი დროულად და ეფექტურად
მოგვარების გზები.