ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს "კოლექტიურ ნაცმოძრაობას", მაგრამ გაღიზიანების მიუხედავად, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 2 თვის წინ 46
ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს "კოლექტიურ ნაცმოძრაობას", მაგრამ გაღიზიანების მიუხედავად, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველ ხალხს ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული მთავრობა და ყველამ უნდა სცეს პატივი მათ არჩევანს.მისი განმარტებით, ხალხსა და ხელისუფლებას შორის ტოლობის ნიშნის მოშლის მცდელობა ისეთი ნარატივია, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ პრაქტიკას."ხალხს ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. შესაბამისად, ტოლობის ნიშანი არსებობს ხალხსა და მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას შორის. ეს ტოლობის ნიშანი დარჩება მას შემდეგაც, რაც საქართველოში შედგება კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნები და მეცხრედ დამარცხდება "კოლექტიური ნაცმოძრაობა". შესაბამისად, ურთიერთობები გადაიტვირთება ევროკავშირსა და იმ ხელისუფლებას შორის, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოადგენს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ არჩევანს. ხალხსა და ხელისუფლებას შორის ტოლობის ნიშნის მოშლის მცდელობა ისეთი ნარატივია, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ პრაქტიკას. ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. შეიძლება ვიღაც გაღიზიანებული იყოს იმით, რომ 2020 წელს ქართველმა ხალხმა არ აირჩია "კოლექტიური ნაცმოძრაობა". ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამო, რომ 2024 წელს კიდევ ერთხელ ეტყვის ქართველი ხალხი უარს "კოლექტიურ ნაცმოძრაობას", მაგრამ გაღიზიანების მიუხედავად, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
სრულად წაიკითხეთ სტატია