18-20 იანვარს საქართველოში
მოსალოდნელია ნალექი,
მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი,
მაღალ მთაში ქარბუქი,
დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს
ზღვაზე 4-6 ბალიანი
შტორმი.მოსალოდნელმა
ნალექებმა დასავლეთ
საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის
დონეების მნიშვნელოვანი
მატება, გორაკ-ბორცვიან
ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო
ქვეყნის მაღალმთიან
რაიონებში ზვავების
ფორმირება
გამოიწვიოს.საავტომობილო
გზების ცალკეულ
მონაკვეთებზე
დიდთოვლობის,
ზვავსაშიშროების,
ლიპყინულის და ხილვადობის
გაუარესების გამო
შესაძლებელია შეიზღუდოს
ტრანსპორტის მოძრაობა
(საფრთხის დონე საშუალო).