ფულს ხარჯავენ უცხოეთში
საქართველოს იმიჯის
გასანადგურებლად,
საქართველოს
დასაზიანებლად და
ფიქრობენ, რომ ამით ისინი
მოახერხებენ
ხელისუფლებაში მოსვლას, -
განუცხადა „ქრონიკას“
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარემ,
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა
გილაურის მიერ აშშ-ში
ლობისტური კომპანიის
დაქირავების საკითხის
შეფასებისას.მისი თქმით,
სამწუხაროა, მაგრამ არის
ქართველთა ეს კატეგორია,
რომელსაც „კოლექტიური
ნაციონალური მოძრაობა“
ჰქვია, რომელიც სწორედ ამ
გზით მოქმედებს
საქართველოს
წინააღმდეგ.„ფულს
ხარჯავენ უცხოეთში
საქართველოს იმიჯის
გასანადგურებლად,
საქართველოს
დასაზიანებლად და
ფიქრობენ, რომ ამით ისინი
მოახერხებენ
ხელისუფლებაში
მოსვლას.სამწუხაროა,
მაგრამ არის ქართველთა ეს
კატეგორია, რომელსაც
„კოლექტიური ნაციონალური
მოძრაობა“ ჰქვია, რომელიც
სწორედ ამ გზით მოქმედებს
საქართველოს წინააღმდეგ“, -
აღნიშნა ირაკლი
ქადაგიშვილმა.ექვს თვეში
ექვსასი ათასი დოლარი -
ნიკა გილაურმა ლობისტური
კომპანია დაიქირავა.
დოკუმენტები ამერიკულ
„ფარაზეა“
გამოქვეყნებული.
კონტრაქტი გაფორმდა 20
თებერვალს, დაქირავებულმა
კომპანიამ კი უნდა
უზრუნველყოს
კონსულტაციები
სამართლებრივ, პოლიტიკურ
და კომუნიკაციის
სტრატეგიებზე.