„ფრთხილად, მარტივი თაღლითობაა! სამწუხაროდ, ბევრი წამოეგება...“ - კიბერუსაფრთხოების ექსპერტი მოსახლეობას მიმართავს

Primetime.ge 18 საათი წინ 3
„ფრთხილად, მარტივი თაღლითობაა! სამწუხაროდ, ბევრი წამოეგება...“ - კიბერუსაფრთხოების ექსპერტი მოსახლეობას მიმართავს
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ, ყალბ პოსტს ეხმაურება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებას ეხება. „ფრთხილად, მარტივი თაღლითობაა, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი წამოეგება.ნუ გადახვალთ ბმულზე, ნუ გაუშვებთ ვიდეორგოლს, ნუ ჩამოტვირთავთ ფაილს და ნუ გააზიარებთ, იმის იმედიც ნუ გექნებათ, რომ 5 ლარად ვინმე მაკბუკს ან „შანელს“ მოგყიდით. თანაც, მაკბუკს, სმარტ საათს კოდი აქვს და მიაგნებს პატრონი.თუ კომენტარებს შეხედავთ, ჩანს, რომ ნათარგმნია მანქანურად. მაგალითად, მიმართვა „ბიჭებო“ ინგლისურენოვანი „გაიზ“ გადმოტანაა და ქართველები ასე არ საუბრობენ;კარგი იქნებოდა, აეროპორტი ოფიციალურ განცხადებას თუ გაავრცელებდა,“ - წერს გოცირიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია