„ყველაზე რთული, ძნელი და აუტანელი გზა შვილების სასაფლაოებისკენ მიმავალი გზაა… შენ გენაცვალე ჩემო ტასუნა!...“ – რამაზ დავლაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

Primetime.ge 12 საათი წინ 2
 „ყველაზე რთული, ძნელი და აუტანელი გზა შვილების სასაფლაოებისკენ მიმავალი გზაა… შენ გენაცვალე ჩემო ტასუნა!...“ – რამაზ დავლაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა – 26 მაისის ქუჩაზე 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო 3 ბავშვი. გარდაცვლილებს შორის 4 ადამიანი რამაზ დავლაძის ოჯახის წევრი იყო, მან მომხდარი ტრაგედიის დროს მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა.10 ივნისს სოციალურ ქსელში რამაზ დავლაძემ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც პირველ შვილს ვერ შესრულებული 13 წლის იუბილე მიულოცა. როგორც რამაზი სოციალურ ქსელში წერს „ყველაზე რთული, ძნელი და აუტანელი გზა შვილების სასაფლაოებისკენ მიმავალი გზაა“.„ყველაზე რთული, ძნელი და აუტანელი გზა შვილების სასაფლაოებისკენ მიმავალი გზაა. რამდენს უძლებ ადამიანო!!! ღმერთო ყველა დაიფარე ასეთი განსაცდელისგან. ვერ შესრულებული 13 წელი! შენ გენაცვალე ჩემო ტასუნა! ჩემო პირველო მერცხალო!“, – წერს რამაზ დავლაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია