ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის
განცხადებით, საარჩევნო
პროცესი ამ ეტაპზე მშვიდ
ვითარებაში მიმდინარეობს
და საოლქო კომისიაში ამ
დროისთვის არცერთი
საჩივარი არ არის
შესული.„ფოთის საოლქო
კომისიაში შემავალი 23-ვე
საუბნო საარჩევნო კომისია
06:45 წუთზე გამოცხადდა
საარჩევნო უბანზე. რვა
საათამდე
განსახორციელებელი
პროცედურები
თავმჯდომარეებმა ჩაატარეს
კანონის სრული დაცვით და
უკვე 08:00 საათზე მიღეს
პირველი ამომრჩეველი.
აქტიურად მოდის
ამომრჩეველი. ამ ეტაპზე
მშვიდ გარემოში
მიმდინარეობს პროცესები“,
– განაცხადა 70-ე
საოლქო-საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე,
სალომე როდონაიამ.ფოთში
სულ 40 479 ამომრჩეველია
რეგისტრირებული,
გახსნილია 23 საარჩევნო
უბანი და ყველა
ელექტრონული ტექნოლიგიის
გამოყენებით ახორციელებს
საარჩევნო პროცესს.