ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის
უფროსის თანამდებობაზე,
„შემოსავლების სამსახურის
შესახებ“, საქართველოს
კანონის მე-6 მუხლის
პირველი პუნქტის
საფუძველზე, ირაკლი ბერაია
დაინიშნა. ამის შესახებ
ინფორმაციას ფინანსთა
სამინისტრო ავრცელებს.
ბერაია ამ დრომდე
ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურს
ხელმძღვანელობდა.„ირაკლი
ბერაია დაიბადა 1976 წლის 23
ივლისს.1998 წელს წარჩინებით
დაამთავრა ივანე
ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიკის
ფაკულტეტი.2016–2025 წლებში იყო
საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11
მოწვევის პარლამენტის
წევრი. იკავებდა იუსტიციის
მინისტრის მოადგილის
თანამდებობას.შემოსავლების
სამსახურის უფროსმა, ლევან
კაკავამ თანამდებობა 16
ივნისს დატოვა. აღნიშნულ
თანამდებობას იგი 2019 წლიდან
იკავებდა“,- ნათქვამია
ფინანსთა სამინისტროს
ინფორაციაში.