ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება

Primetime.ge 1 საათი წინ 4
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება.„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „PALITRA NEWS“-ის 13 აგვისტოს გადაცემა „მონეტიზაციაში” მიწვეული სტუმრის, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის მიერ გაჟღერებულ დეზინფორმაციას.გადაცემის მსვლელობისას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „საბაჟო დეპარტამენტი ვერ უზრუნველყოფს ტვირთების გატარებას და მხოლოდ 45 მანქანის გატარებას ახერხებს. მებაჟე-ოფიცრებისთვის კი დრო, არაფერს წარმოადგენს“, რაც არის სრული სიცრუე.მეტი სიცხადის შეტანის მიზნით ვაცხადებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამის განმავლობაში საბაჟო ფორმალობები ხორციელდება 800 – 1000 სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მიმართ (ორივე მიმართულებით).აქვე განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შესასრულებელი საბაჟო ფორმალობები ხორციელდება აქტიურ რეჟიმში. შესაბამისად, სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია თითქოს საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ თანამშრომლები „კონტროლს ვეღარ აუდიან“.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო კონტროლსა და ფორმალობებს შემოსავლების სამსახური ახორციელებს რისკების მართვის სისტემის გამოყენებით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში და დროის მოკლე მონაკვეთში ახდენს მონაცემების დამუშავებასა და საბაჟო კონტროლის შესაბამისი ღონისძიებების (მაგალითად, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, საქონლის წონის/რაოდენობის დადგენა) განხორციელების მიზანშეწონილობის შეფასებას/განსაზღვრას. სტანდარტულ შემთხვევაში, სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო ფორმალობები სრულდება არაუმეტეს 15 წუთის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა დამატებით საბაჟო კონტროლს, მითითებული დრო, შესასრულებელი საბაჟო ფორმალობ(ებ)ის სპეციფიკის გათვალისწინებით, იზრდება დაახლოებით 15-20 წუთით.აქვე, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს უამრავ უზუსტობას, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას.მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია