ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტს ახალი
მიმართულება, ვენეცია
დაემატება. ინფორმაციას
ამის შესახებ საქართველოს
აეროპორტების გაერთიანება
ავრცელებს.აეროპორტების
გაერთიანების ცნობით, 2
დეკემბრიდან ავიარესიებს
კომპანია „ვიზეარი“ Airbus A321neo
ტიპის ხომალდით
შეასრულებს.„ავიაკომპანია
Wizz Air რეისებს
ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის
მიმართულებით კვირაში ორი
სიხშირით, სამშაბათსა და
შაბათს შეასრულებს.
ინტენსიური
მოლაპარაკებები
საქართველოს აეროპორტების
გაერთიანებამ
ავიაკომპანიასთან
წარმატებით დაასრულა.
ბილეთების შეძენა
ავიაკომპანიის
ვებგვერდზეა
შესაძლებელი.ზაფხულის
სანავიგაციო სეზონის
დასაწყისში, Wizz Air-მა
ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტში მადრიდისა და
ჰამბურგის მიმართულებები
აღადგინა, ხოლო ივნისიდან
სრულიად ახალი, ლიონის
მიმართულებით დაიწყო
კვირაში ორი სიხშირით
პირდაპირი რეგულარული
რეისების შესრულება.2022
წლიდან ავიაკომპანია
საქართველოს ავიაბაზრის
ლიდერის პოზიციას
ინარჩუნებს. 2025 წლის 7 თვის
მონაცემებით Wizz Air
საქართველოში 900 ათასამდე
მგზავრს მოემსახურა.
მხოლოდ 2025 წლის პირველი
შვიდი თვის განმავლობაში
კი, ავიაკომპანიამ
ქუთაისიდან და პირიქით,
დაახლოებით 4 800 რეისი
შეასრულა, რაც გასული წლის
იგივე პერიოდთან
შედარებით, თითქმის 9%-ით
მეტია.ამ ეტაპზე, Wizz Air
ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტიდან ფრენებს
ევროპისა და ახლო
აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24
მიმართულებით ასრულებს“, –
ნათქვამია აეროპორტების
გაერთიანების გავრცელებულ
ინფორმაციაში.