აზიის ინფრასტრუქტურის
საინვესტიციო ბანკის (AIIB)
წლიური შეხვედრის
ფარგლებში, ფინანსთა
მინისტრი ლაშა ხუციშვილი
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის ფინანსთა
მინისტრ ლან ფუანს
შეხვდა.შეხვედრას, ასევე,
დაესწრო ფინანსთა
მინისტრის მოადგილე
ეკატერინე
გუნცაძე.შეხვედრაზე
საუბარი შეეხო ორმხრივი
თანამშრომლობის
საკითხებს.ლაშა
ხუციშვილმა კოლეგას
მადლობა გადაუხადა
ჩინეთის მთავრობის მიერ
საქართველოსთვის გაწეული
მხარდაჭერისთვის, როგორც
ფინანსური, ისე ტექნიკური
დახმარების
მიმართულებით.შეხვედრაზე
ხაზი გაესვა საქართველოს
სატრანზიტო
შესაძლებლობების
გაძლიერების
მნიშვნელობას, რისთვისაც
ხორციელდება არაერთი
ინფრასტრუქტურული
პროექტი.შეხვედრის
დასასრულს მხარეებმა
გამოთქვეს იმედი, რომ ორ
ქვეყანას შორის
თანამშრომლობა კვლავ
აქტიურად
გაგრძელდება.აზიის
ინფრასტრუქტურის
საინვესტიციო ბანკის (AIIB)
წლიურ შეხვედრას 2024 წელს
უზბეკეთის ქალაქი
სამარყანდი
მასპინძლობს.ინფორმაციას
ფინანსთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.