ფაქტია, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ისევე როგორც ისტორიულ მინიმუმზეა რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა - რატი იონათამიშვილი „გორბის“ კვლევაზე

Primetime.ge 1 კვირა წინ 10
ფაქტია, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ისევე როგორც ისტორიულ მინიმუმზეა რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა - რატი იონათამიშვილი „გორბის“ კვლევაზე
ფაქტია, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ისევე როგორც ისტორიულ მინიმუმზეა რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა, - ასე აფასებს „გორბის“ კვლევას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.„კვლევებით ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციიდან ბარიერს მხოლოდ ორი, „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება ლახავს, ხოლო დანარჩენი ორი - „მინდა ვიყო „ნაციონალური მოძრაობა“ ბარიერის მიღმა რჩება. ეს სხვაობა, რომელიც არსებობს „ქართულ ოცნებასა“ და რადიკალურ ოპოზიციას შორის 26 ოქტომბრისთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია