გულწრფელად ვულოცავ ბატონ
ფრიდრიხ მერცს გერმანიის
კანცლერად არჩევას,
ვუსურვებ მას წარმატებას
წამყვანი ევროპული
სახელმწიფოს
ხელმძღვანელობაში, - წერს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ
„X“-ში.მთავრობის მეთაური
იმედს გამოთქვამს, რომ
კანცლერ მერცის
ხელმძღვანელობის პერიოდში
საქართველო-გერმანიის
პარტნიორობა განმტკიცდება
და თანამშრომლობის ახალი
შესაძლებლობები
შეიქმნება.„გამოვთქვამ
იმედს, რომ კანცლერ მერცის
ხელმძღვანელობის პერიოდში
საქართველო-გერმანიის
პარტნიორობა განმტკიცდება
და შეიქმნება
თანამშრომლობის ახალი
შესაძლებლობები ჩვენი
ერების საკეთილდღეოდ,“-
აღნიშნავს პრემიერი.