ეუთოს სადამკვირვებლო
მისიის ხელმძღვანელის
წერილი, რომელიც
საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრს
გაუგზავნა, პოლიტიკური
დისკუსიის თემაა.პარტიის
“გახარია
საქართველოსთვის“
პოლიტიკური საბჭოს წევრის,
ბექა ლილუაშვილის
განცხადებით, ეს წერილი ისე
არ უნდა იყოს აღქმული,
თითქოს საერთაშორისო
საზოგადოება 26 ოქტომბრის
არჩევნებს ლეგიტიმაციას
აძლევს.“რაღაც
ინსტიტუციებთან
კომუნიკაციის კონტექსტი
არის ამ ინსტიტუციების
გაპრავება. ეს არის
ჩვეულებრივი პროცესი,
რომელიც ჯერ არ
დასრულებულა. თუნდაც ამ
განცხადებაში, რაც არ უნდა
სიგნალი ამოიკითხოთ,
ფაქტია, რომ ჩვენს
ხელისუფლებასა და
პარლამენტს საერთაშორისო
ლეგიტიმაცია არ აქვს.
აუცილებელია გამოძიება და
რა თქმა უნდა, ამ
გამოძიების ფარგლებში,
თუნდაც ფორმალური
ინსტიტუციებთან, მათი
ლეგიტიმაცია არა
ლეგიტიმაციის საკითხის
მიუხედავად, გარკვეული
კონიუნქტურული
ურთიერთობები საჭირო
იქნება. ამ განცხადებას ისე
ნუ აღვიქვამთ, რომ თითქოს
ვიღაც რაღაც ლეგიტიმაციას
აძლევს“, - განაცხადა ბექა
ლილუაშვილმა.