მზად ვართ, აშშ-თან აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 3 საათი წინ 2
მზად ვართ, აშშ-თან აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს - ირაკლი კობახიძე
ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, უფრო მეტიც, გავაკეთოთ ეს კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.კობახიძის თქმით, ბოლოდროინდელი ცვლილებები, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას.„აშშ-სთან ურთიერთობა ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან და მზად ვართ, უფრო მეტიც, გავაკეთოთ ეს კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს.ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით. მათ შორის მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა აშშ-ში საქართველოს ელჩი. ვფიქრობთ, ეს ბოლოდროინდელი ცვლილებები, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია