FARA-ს მოთხოვნების
შესაბამისად, აშშ-ის
იუსტიციის დეპარტამენტის
ვებგვერდზე გამოქვეყნდა
დოკუმენტი, რომლის
მიხედვითაც, ნიკა გილაურის
კომპანია Reformatics-მა, აშშ-ში,
ლობისტური კომპანია Continental
Strategy 600 000 დოლარად
დაიქირავა.ხელშეკრულების
მიხედვით, კომპანიამ უნდა
უზრუნველყოს რჩევები და
კონსულტაციები
სამართლებრივ, პოლიტიკურ
და კომუნიკაციის
სტრატეგიებზე, აშშ-ის
მთავრობის ცნობიერების
ამაღლება აშშ-საქართველოს
ორმხრივი ურთიერთობების
საკითხებზე, უზრუნველყოს
რეგულარული შეხვედრები და
ვიდეოზარები კლიენტთან,
რათა ინფორმაცია მიაწოდონ
ფირმის საქმიანობის
შესახებ და დაგეგმონ
მომავალი
აქტივობები."კლიენტი
ვალდებულებას იღებს
გადაუხადოს კომპანიას
ჯამში 600 000 დოლარი. პირველი
გადახდა 200 000 დოლარის
ოდენობით ავანსის სახით
განხორციელდება
არაუგვიანეს ამ
ხელშეკრულების
გაფორმებიდან სამი
სამუშაო დღისა. შემდგომი
გადახდები განხორციელდება
ინვოისის საფუძველზე, 100 000
დოლარის ოდენობით,
ხელშეკრულების პირობების
შესაბამისად", – ნათქვამია
ხელშეკრულებაში.კონტრაქტი
დათარიღებულია 2025 წლის 20
თებერვლით, FARA-ზე კი 13 მარტს
გამოქვეყნდა. კომპანიის
მხრიდან ხელმომწერია
კარლოს ტრუხილიო, რომელიც
2018 წლიდან 2021 წლამდე
კომპანია The Organization of American States-ის
წარმომადგენელი იყო.