კიდევ ერთი დასტური, რომ
ოპოზიცია, გარე დაკვეთით,
ქვეყანაში არეულობისთვის
ემზადება, ასე აფასებს
"ხალხის ძალის" წევრი, გურამ
მაჭარაშვილი ოპოზიციისა
და მესამე სექტორის
განცხადებებს."ლელოს"
ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე
სამადაშვილმა თქვა, რომ
სექტემბრიდან
ევროკავშირში უვიზო
მიმოსვლის შეჩერების
საკითხის გააქტიურებას
ელოდება, 8 ოპოზიციურმა
პარტიამ კი სექტემბერში
აქცია დააანონსა."აღარ
მალავს უკვე თავად უცხოური
აგენტურაც კი, რომ
საქართველოში უნდათ
უკანონოდ შეცვალონ
ხელისუფლება. ამას არ
მალავენ - აფინანსებენ,
ტრენინგებს ატარებინებენ,
ასეულობით ახალგაზრდა
მიჰყავთ, თუ როგორ უნდა
მოახდინონ რევოლუცია,
როგორ უნდა ჩამოშალონ
სახელმწიფო ინსტიტუტები -
ამას სემინარებზე
არაერთხელ აკეთებინებდნენ
და დღესაც აკეთებინებენ.
შესაბამისად, სამწუხაროდ,
გეგმა ყოველთვის იყო და
არის, უცხოური ძალების და
მისი აქაური აგენტურის, რომ
უკანონოდ შეცვალონ
ხელისუფლება და, მათ შორის,
13 სექტემბერს დაანონსებული
აქციაც სწორედ ამას
მოასწავებს და ამის შემდეგ
რაც ექნებათ, სწორედ ეს
არის მტკიცებულება იმისა,
რასაც ჩვენ ვამბობთ," -
აცხადებს გურამ
მაჭარაშვილი.