პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის, არჩილ
გორდულაძის განცხადებით,
"ლელოსა" და გახარიას
პარტიას შორის პოლიტიკური
ქორწინება დავალების
შესაბამისად მოხდა.მისი
თქმით, მათ აქვთ დავალება,
რომ როგორმე საზოგადოება
შეცდომაში შეიყვანონ და
მოატყუონ."საზოგადოებას
ხომ არ დაავიწყდა, რომ
გახარიელებს "ლელოელები"
ჯერ თვალთხარიას ეძახდნენ,
"ლელოელებს" შემდეგ
გახარიელები ეძახდნენ
თაღლითებს, მერე ერთმანეთს
ჩაჰკიდეს ხელები და
პოლიტიკური ქორწინებაც
შედგა. რატომ შედგა ეს
პოლიტიკური ქორწინება?
იმიტომ, რომ ასეთი იყო
დავალება. მიიღეს დავალება,
რომ ახლა სცადონ, იქნებ
როგორმე საზოგადოება
შეიყვანონ შეცდომაში,
მოატყუონ და დააჯერონ, რომ
ისინი "ნაცები" არ არიან.
მაგრამ, "ნაცობა" არ ნიშნავს
კონკრეტული პოლიტიკური
პარტიის წევრობას, "ნაცობა" -
ეს არის ხელის მოწერა
სამშობლოს ღალატზე", -
განაცხადა არჩილ
გორდულაძემ.