
ვუყურებ ბიჭების სასამართლოებს და მოყვანილ მოწმე პოლიციელებს და … თქვენ კიდევ ვერ ხვდებით სისტემის მთელ ცინიზმს და ფარისევლობას.
ანუ ის ხო სრული უსამართლობა და უბედურებაა – რო მთავრობა კერავს სურათს, რო “აი, პოლიციელები დაშავდნენ. მერე რა რო წინა დღეს, მერე რა რო – ხელს ვერავის ადებენ, მერე რა რო – ამ ბიჭებს, კონკრეტულად, ვინმე დაეზიანებიოთ – მტკიცებულება არ გვაქ. ვინმე ხო უნდა დაისაჯოს? – ხოდა ამათ ვსჯით, ჯგუფურად!“
პროსტა ნებისმიერი 11 პოლიციელი რო მოვკრიბოთ და მომიტინგეების ცემისთვის, ჯგუფურად დავსაჯოთ – იმიტო რო ვინმე პოლიციელი ხო უნდა დასჯილიყო? – მაგას შვებიან ზუსტად.
მარა მე მინდა კიდევ 1 დონით უფრო ღრმა ცინიზმი დაგანახოთ:
სცენარი, ყველა აქციაზე, იყო იდენტური: იკრიბებოდა დიდი აქცია, წინ გზან გვიღობავდნენ ჩვეულებრივი პოლიციელები, დავუდგებოდით ჩვენ წინ, უშუალოდ – მხრებ-მიდებული. ვცდილობდით საუბარს. შორს, მათ უკან, დავინახავდით რო მოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა და დგებიან ფარიანები.
არაფერი არ ხდებოდა. ყველა ჯერზე ასე იყო. ათასობით კაცი დამეთანხმება. პოლიციელებიც დამეთანხმებიან – ასჯერ ვდგავართ გვერდიგვერდ.
უცებ – ჩვენი აქციის სიღრმიდან – იწყებოდა ქვების სროლა!
პოლიცია იღრიალებდა – ნუ ისვრით!
ჩვენ ვღრიალებდით – ნუ ისვრით!! – ჩვენ გვხვდება! – ნუ ისვრით!
ეს იწყებოდა მხოლოდ მაშინ – როცა ფარები და მანქანა უკან მოწყობას დაასრულებდნენ.
პოლიციელები, ღრმად მათი ზურგიდან, დაიწყებდნენ – ქვების უკან სროლას, ჩვენთვის, ჩვენსკენ. იმათაც ვუღრიალებდით ნუ ისვრითო – ხალხიაო (და პოლიციელებსაც ხვდებოდათ). ამის მერე მოიყვანდნენ წინ ჭავლის მანქანას – ჩართავდნენ “დაიშალეთ“-ს და ყველაფერი გადაიზრდებოდა არეულობაში.
ასე ხდებოდა 10-დან 10-ჯერ.
ამაზე მაშინაც ვწერდი. ამის გამოსავლენად – რამდენიმე აქციაზე, სპეციალურად ვიდექი შეხების ზოლიდან 10-15 ადამიანის მერე და გამოვიჭირე – ვინ იწყებდა ქვების სროლას. ამაზე მაშინვე ვსაუბრობდი – ფიზიკური ჩხუბი მომივიდა, ამხელა, მშვიდ აქციაზე – გამოვიჭირე ვიღაც მასტი, რომელიც არ მპასუხობდა ვინ არის და რას წარმოადგენს. მერე გამისხლტა ჩოჩქოლში.
ამაზე ვიდეოც მქონდა – პროვოკატორებს, შემდეგზე დავიჭერ და პოლიციას გადავცემ – და მერე თქვენ არკვიეთ ვისკენ ხართ თქო (არ მეღირსა, დამიჭირეს)
წინა ამ თემაზე პოსტისას აღმოვაჩინე, რო ხალხს არ ესმის რას ნიშნავს პროვოკატორი. პროვოკატორი ქვია – დამწყებს, ვინც პროვოცირებას ახდენს, არეულობის – თორე მერე, ემოციების დუღილისას, ყველაფერი გასაგებია კაცო.
ძალიან, ძალიან დიდი სხვაობაა – ვინ იწყებს! – ქალები, ბავშვები რო დგანან – იქეთ მხარეს დაუჯავშნელი, ჩვეულებრივი პოლიცია და ვიღაც იწყებს ქვების სროლას – აქციის სიღრმიდან (და მხარს უბამს ვიღაც პოლიცია – პოლიციის რიგების უკნიდან)
ეს აღიარა შაიშმელაშვილმაც – გდდ შევგზავნიდით პროვოკატორებსო, გაამწვავებდნენო და მერე მიზეზი გვეძლეოდა დასაშლელადო (მოიძიეთ რომელიღაცა პირველ ინტერვიუშია).
სინამდვილე რაშია იცით?
ეგ პოლიციელები – ვინც მოჰყავთ და ქვა მოხვდათ, ხელს რო ვერავის ადებენ და საერთოდ წინა დღეს დაშავდნენ – ეგენი დაასახიჩრა ისევ გდდ-მ (სუსმა) შეგზავნილი აგენტი პროვოკატორების ხელით 

ამაშია დამატებითი უკიდურესი ცინიზმი.
ჩვეულებრივი false flag ოპერაციით – გდდ-მ დააზიანა პოლიციელების ჯანმრთელობა – რო ჩვენი დაშლის მიზეზი შეექმნა. მერე დაიჭირეს წყლის ბოთლის – დაჯავშნული რობოკოპებისადმი გადამგდები ბიჭები – და ტენიან ამ პოლიციელების დაშავებას, მტკიცებულების გარეშე. თვითონ დალეწეს პოლიციელები, შემოგზავნილი პროვოკატორებით, გაწირეს მაგაზე, და ეხლა ამათ ტენიან 

P.S. ეგ წყლის, ნახევრად დალეული ბოთლები საიდან ჩნდებოდა იცით? – მათთვის მოჰქონდათ, რობოკოპებისთვის, ნახევარს დალევდნენ და გვესროდნენ, მასე ჩნდებოდა ამდენი ბოთლი,” – წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი უჩა აბაშიძე ციხიდან.