„უშბის მთაზე გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ გადავარდა სიმაღლიდან...“ - საგანგებო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

Primetime.ge 2 კვირის წინ 3
„უშბის მთაზე გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ გადავარდა სიმაღლიდან...“ - საგანგებო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
უშბაზე, 30 წლის ნიკო ფალიანის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია