"უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება საქართველოს ყველა წერტილში და ყველაფერი ხელახალი არჩევნების დანიშვნით დასრულდება" - ლანა გალდავა ოპოზიციის გეგმაზე

Primetime.ge 3 კვირის წინ 19
"უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება საქართველოს ყველა წერტილში და ყველაფერი ხელახალი არჩევნების დანიშვნით დასრულდება" - ლანა გალდავა ოპოზიციის გეგმაზე
 დაუმორჩილებლობა და პერმანენტული აქციები - ოპოზიცია გეგმას არ ცვლის. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის მთავარ მოთხოვნად კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა რჩება. ბარიერგადალახული პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ერთიანობა არის ის მთავარი გეგმა, რომლითაც მმართველი პარტიის წინააღმდეგ იბრძოლებენ.”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მიმდინარე მოვლენებს გმირულად გაუძლებენ."ვიცით, რომ ეს არის ბოლო ჟამის ქმედებები, რომელსაც გმირულად გავუძლებთ. უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება საქართველოს ყველა წერტილში და დასრულდება ყველაფერი ხელახალი არჩევნების დანიშვნით. ასევე, იქნება საერთაშორისო გამოძიება. ჩვენ გვაქვს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოსი არჩევნები გაყალბდა ტოტალურად", - განაცხადა ლანა გალდავამ."ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველო უნდა დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები."ჩვენ ამ საყოველთაო გაფიცვით, ჩვენი ერთიანობით, კონსოლიდაციით, პროტესტით უნდა მივაღწიოთ ერთადერთს, რაც დაგვაბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ეს არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია", - განაცხადა თინა ბოკუცავამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია