ევროკომისიის პრეზიდენტი,
ურსულა ფონ დერ ლაიენი
საქართველოში გამართულ
საპარლამენტო არჩევნებს
ეხმაურება.„ქართველი
ხალხი დემოკრატიისთვის
იბრძვის. მათ აქვთ უფლება
იცოდნენ, რა მოხდა ამ
შაბათ-კვირას. მათ უფლება
აქვთ დაინახონ, რომ
დარღვევების გამოძიება
ხდება სწრაფად,
გამჭვირვალედ,
დამოუკიდებლად.
თავისუფალი და
სამართლიანი არჩევნები
ევროპული ღირებულებების
საფუძველია. ქართველები,
როგორც ყველა ევროპელი,
საკუთარი ბედის ბატონები
უნდა იყვნენ“, - აღნიშნა
ევროკომისიის
პრეზიდენტმა.