ჩვენი მიზანი არის მარტივი,
64 მუნიციპალიტეტში უნდა
მოვიგოთ მერის და
საკრებულოს არჩევნები.
ამას აუცილებლად
მივაღწევთ, – ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტებს
თურქმენეთში
განუცხადა.რაც შეეხება
თბილისს, კობახიძის თქმით,
კახა კალაძე პირველივე
ტურში მოიგებს
არჩევნებს.„ალბათ
ოპოზიციის რეალური
ამოცანა არის
საკრებულოებში ფრაქციების
შექმნა, შეიძლება, ბევრგან
მოახერხონ კიდეც, თუმცა ეს
არის და ეს. რეალურად, ჩვენ
ვაპირებთ 64-ვე
მუნიციპალიტეტში მერისა
და საკრებულოს არჩევნების
მოგებას. რაც შეეხება
თბილისს, დარწმუნებული ვარ,
კახა კალაძე პირველივე
ტურში მოიგებს, დანარჩენი
ოპოზიციის საქმეა,“-
განაცხადა პრემიერმა.