„უნიჭო სპექტაკლის უნიჭო
გაგრძელება" - ასე აფასებს
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილე ირაკლი
კირცხალია „ნაციონალური
მოძრაობის“ გაერთიანების
ინიციატივას და ამავე
ინიციატივაზე გვარამიას
უარს.„უნიჭო სპექტაკლის
მეორე მოქმედება, უნიჭო
გაგრძელება - ახლა
სააკაშვილის მხრიდან.
ისინი არიან ერთი
ორგანიზმის - კოლექტიური
„ნაცმოძრაობის“ წევრები.
ზოგი პირდაპირ წევრი იყო ან
ზოგის საქმიანობა 100%-ით იყო
აფილირებული იმ სისხლიან
რეჟიმთან, რომელსაც 2012
წლამდე ვხედავდით,
სამწუხაროდ და 2012 წლის
შემდეგ უკვე დესტრუქციით,
ღალატით, უსამშობლოობით
აგრძელებენ ოპოზიციაში
ქვეყნის და ყველა მისი
ინსტიტუტის ნგრევას“, -
აცხადებს კირცხალია.