გვაქვს კონკრეტული
ინფორმაცია 5 ქვეყანაზე,
თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ
იმ ქვეყნების ჩამონათვალი,
რომლებიც სანქციების
წინააღმდეგ წავიდნენ,
კიდევ უფრო ფართოა, რაც
ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანია, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
პრესკონფერენციაზე
განაცხადა.მთავრობის
მეთაურის თქმით,
საქართველოს
ხელისუფლებისთვის საჯაროდ
გახდა ცნობილი 5 ქვეყნის
თაობაზე, თუმცა საბჭოს
შემდეგ სხვა ქვეყნების
წარმომადგენლები, საგარეო
საქმეთა მინისტრები
აკეთებდნენ სანქციების
საწინააღმდეგო
განცხადებებს
ბრიფინგებზე, თუ
ინტერვიუების
დროს.„შესაბამისად, ჩვენ
გვაქვს კონკრეტული
ინფორმაცია 5 ქვეყანაზე,
თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ
იმ ქვეყნების ჩამონათვალი,
რომლებიც სანქციების
წინააღმდეგ წავიდნენ,
კიდევ უფრო ფართოა, რაც
ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანია. ჩვენ
გავაგრძელებთ
კონსულტაციებს ყველა
ქვეყანასთან, რომელიც
მხარს უჭერს ქართველ
ხალხს“, - განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.