საერთაშორისო სავალუტო
ფონდის მსოფლიო
ეკონომიკური მიმოხილვის
მონაცემების მიხედვით
ირკვევა, რომ საქართველო
მსოფლიოს იმ ქვეყნების
ათეულში მეშვიდე ადგილზეა,
სადაც ბოლო თორმეტი წლის
მანძილზე 2024 წლისთვის
ყველაზე მეტი პუნქტით
მცირდება
უმუშევრობა.ფონდის
შეფასებით, 12 წლის მანძილზე
ანუ 2012 წელთან შედარებით
უმუშევრობა საქართველოში
12,2 პროცენტული პუნქტით
მცირდება და 2024 წელს
უმუშევრობის დონე 14,5%-ს
გაუტოლდება. სავალუტო
ფონდის შეფასებით ჩვენს
საუკუნეში საქართველოში
უმუშევრობის დონე ყველაზე
მაღალი იყო 2010, 2011 და 2012 წლებში
დაახლოებით 27%-ის
დონეზე.აღსანიშნავია, რომ
სავალუტო ფონდის
ანგარიშის მიხედვით ჩვენ
საუკუნეში 2012 წლამდე
პერიოდში უმუშევრობის
დონე მსოფლიოში ყველაზე
მეტად საქართველოში
გაიზარდა. უმუშევრობის
მატებამ იმ 12 წლიან
პერიოდში 16 პროცენტულ
პუნქტს გადააჭარბა.