უმნიშვნელოვანესი თარიღია 29 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში, ამ დღეს ხდება ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების პროცესის დასრულება - დავით მათიკაშვილი

Primetime.ge 15 საათი წინ 4
უმნიშვნელოვანესი თარიღია 29 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში, ამ დღეს ხდება ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების პროცესის დასრულება - დავით მათიკაშვილი
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის დღეს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად მიიჩნევს.„უმნიშვნელოვანესი თარიღია 29 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში, ამ დღეს ხდება ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების პროცესის დასრულება, რამდენადაც არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია და ფიცის დადება მოხდება მთელი საზოგადოების წინაშე", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.მისი შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილი ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი და საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული პატრიოტია.„ის არასდროს დაემორჩილება ქვეყნის ფარგლებს გარედან თუ შიგნიდან ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ იდეებს და ყველაფერს ეცდება, რომ ძალიან დაზიანებული პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომლის დაზიანებისთვის სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა, კვლავ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოაქციოს. ეს მოხდება 29 დეკემბრიდან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ხვალ გაიმართება.
სრულად წაიკითხეთ სტატია