უკრაინის
სამხედრო-საჰაერო ძალების
ინფორმაციით, გამთენიისას
მათ F-16 ტიპის
გამანადგურებელი
თვითმფრინავი დაკარგეს.„2025
წლის 16 მაისს, დაახლოებით 03:30
F-16 თვითმფრინავთან კავშირი
გაწყდა. უკრაინული
გამანადგურებელი
მოწინააღმდეგის საჰაერო
თავდასხმას იგერიებდა“, -
ნათქვამია უკრაინის
სამხედრო-საჰაერო ძალების
განცხადებაში.წინასწარი
მონაცემებით,
თვითმფრინავის მფრინავმა
სამი საჰაერო მიზანი
გაანადგურა და საავიაციო
ქვემეხის გამოყენებით
მეოთხის ჩამოგდებაზე
მუშაობდა, თუმცა ბორტზე
ფორს-მაჟორული სიტუაცია
შეიქმნა. პილოტმა
თვითმფრინავი დასახლებულ
პუნქტს მოაშორა და
კატაპულტირება
მოახდინა.უკრაინული
მხარის მტკიცებით, პილოტის
პოვნა მალევე მოხერხდა.
ახლა ის უსაფრთხო ადგილას
არის გადაყვანილი.
მომხდარს სპეციალური
კომისია იძიებს.