უკრაინაში ღამეს საჰაერო
განგაშის გარეშე არ
ჩაუვლია. დრონებით
თავდასხმის გამო საჰაერო
თავდაცვა ამოქმედდა
კიევში. გარდა ამისა,
რუსეთში დაფიქსირდა
სტრატეგიული ბომბდამშენი
"ტუ-95"-ის აფრენა.რუსულმა
ძალებმა დნეპროპეტროვსკის
ოლქში, ქალაქ კრივოი-როგში
საცხოვრებელი შენობა
დაბომბეს. დაიღუპა 1 და
დაშავდა 15 ადამიანი, მათგან
4-ის მდგომარეობა მძიმეა.
ქალაქის მერის
ინფორმაციით, ბალისტიკური
რაკეტა 4 სართულიან კორპუსს
მოხვდა. მაშველები
ნანგრევებიდან
ადამიანების გამოყვანას
გვიანობამდე
ცდილობდნენ.დაიბომბა
სუმის ოლქის სასაზღვრო
დასახლებებიც.რაც შეეხება
ომში მყოფი ქვეყნის
დახმარებას, აშშ-მა
უკრაინას 1 მილიარდი
დოლარის პირველი ტრანში
გამოუყო, რომელიც გაყინული
რუსული აქტივებიდან
მიღებული შემოსავლებით
დაიფარება.