უკრაინაში მებრძოლი
ქართველი მოხალისე, პარტია
„ქართველთა ერთობის“
ლიდერი ლადო გამსახურდია
საპარლამენტო არჩევნებში
„ქართული ოცნების“
გამარჯვების შემთხვევაში
„რევოლუციითა და სისხლით“
იმუქრება.შესაბამისი
განცხადება მან ერთ-ერთ
უკრაინულ გამოცემასთან
ინტერვიუში გააკეთა.„ეს
იქნება რევოლუცია. და
დემოკრატიულმა სამყარომ
მხარი უნდა დაუჭიროს ამ
რევოლუციას“, - განაცხადა
სამხედრომ, რომელიც
უკრაინის მხარეს კურსკში
იბრძვის.