უკრაინის მიმართ
ვაშინგტონის გზავნილები
ისევ პოლიტიკური
შეფასებების თემაა
თბილისში. მმართველ გუნდში
აცხადებენ, რომ ომის
დაწყების დღიდან, "ქართული
ოცნების" რიტორიკა ტრამპის
შეხედულებებს
ემთხვევა.იხსენებენ
საქართველოს პარლამენტის
მიერ მიღებულ რეზოლუციას,
რომელშიც ჩაიწერა ომის
არდაშვების მნიშვნელობა.
გაკეთდა არაერთი
განცხადებაც, რომ
უკრაინაში ომის თავიდან
არიდება შესაძლებელი
იყო."უკრაინას რომ შეეძლო
ომი თავიდან აერიდებინა და
უფრო მეტიც, უკვე დაწყებულ
ომზე შეეძლოთ შეთანხმებით
ის სისხლისღვრა
შეეჩერებინათ, ეს მაშინვე
ძალიან ნათელი იყო, თუმცა
მაშინ არც შეერთებული
შტატების და არც
დასავლეთის
წარმომადგენლები არ
საუბრობდნენ ამ
ყველაფერზე. მაშინ
მუშაობდა გარკვეული
გლობალური ომის დღის
წესრიგი და მისი
მესვეურები, ვინც
აგულიანებდნენ ამ პროცესს.
ომის დაწყების პირველივე
დღიდან, ჩვენ ვსაუბრობდით
იმაზე, რომ ომის თავიდან
არიდება იყო აუცილებელი.
ის, რაც ვერ შეძლო უკრაინამ,
ან არ გააკეთა ის გააკეთა
საქართველომ და ჩვენ
ქვეყანა გადავარჩინეთ იმ
გამანადგურებელ ომს,
რომელიც დიდი ალბათობის
გვემუქრებოდა,"- განაცხადა
პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა ნინო
წილოსანმა.