უკრაინა ელოდება ევროპისა
და ამერიკისგან რუსეთზე
რეალურ ზეწოლას, რათა
„შაჰადების“ ტერორი
შეწყდეს, – ამის შესახებ
უკრაინის პრეზიდენტმა,
ვოლოდიმირ ზელენსკიმ
განაცხადა.ზელენსკის
თქმით, გუშინდელი დღის
შემდეგ, რუსეთი უკრაინის
რეგიონებს ორასზე მეტი
უპილოტო აპარატით დაესხა
თავს, ასევე გამოიყენა
მართვადი
ავიაბომბები.როგორც
ვოლოდიმირ ზელენსკიმ
აღნიშნა, ოდესაზე
განხორციელებული
თავდასხმის შედეგად
დაშავდა სამი ბავშვი, ასევე
ხანძარი გაჩნდა სავაჭრო
ცენტრში, მაღაზიებში,
დაზიანდა
მრავალსართულიანი
შენობა.უკრაინის არმიის
გენშტაბის ინფორმაციით,
ქვეყნის საჰაერო
თავდაცვის სისტემამ
რუსეთის მიერ გაშვებული 114
უპილოტო აპარატი
გაანეიტრალა.