„ხალხის ძალის“ წევრი,
დეპუტატი სოზარ სუბარი
სალომე ზურაბიშვილს
გერმანიაში ვიზიტს
ეხმიანება.დეპუტატის
თქმით, სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
მას შემდეგ აღარ არის, რაც
საკონსტიტუციო
სასამართლომ ის
კონსტიტუციის დამრღვევად
ცნო, სალომე ზურაბიშვილმა
კი, საკუთარი სარჩელით,
თავად დაადასტურა
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ლეგიტიმაცია.სოზარ
სუბარის განმარტებით,
სალომე ზურაბიშვილს
არაერთხელ დაურღვევია
კონსტიტუცია.მისი
განმარტებით, პრეზიდენტი
კრიმინალს სჩადის და მას
მოუწევს
პასუხისგება.„სალომე
ზურაბიშვილი არ
წარმოადგენს ქართველ
ხალხს. ის აღარ არის
საქართველოს პრეზიდენტი
მას შემდეგ, რაც
საკონსტიტუციო
სასამართლომ კონსტიტუციის
დამრღვევად ცნო, ხოლო
თვითონ აღიარა
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
უფლებამოსილება და
ლეგიტიმაცია იმ სარჩელით,
რომლითაც თავად მიმართა
საკონსტიტუციო
სასამართლოს. უკვე
მერამდენედ არღვევს
საქართველოს კონსტიტუციას
და ამით არღვევს არა მხოლოდ
მის მანდატს, არამედ სჩადის
კრიმინალს, როდესაც
სახელმწიფო ბიუჯეტით
დაჰყავს თავისი
თანამშრომლები სხვადასხვა
ქვეყნებში და ამის გამო,
მას მოუწევს პასუხისგება,“-
აღნიშნა სოზარ სუბარმა.