საქართველოს სპორტის
მინისტრი შალვა გოგოლაძე
ევროპის ბატუტზე ხტომის
ტექნიკური კომიტეტის
პრეზიდენტს, ბაბეტ ვან
ვეტერინგს
შეხვდა.მხარეებმა სამუშაო
შეხვედრა გამართეს და
სამომავლო გეგმებზე
ისაუბრეს, რაც
საქართველოში ტანვარჯიშის
კიდევ უფრო განვითარებას
შეუწყობს ხელს, ასევე
იმსჯელეს 2028 წელს
საქართველოში ბატუტზე
ხტომის ევროპის
ჩემპიონატის ჩატარების
შესაძლებლობაზე.შეხვედრას
სპორტის სამინისტროს,
ევროპის ბატუტზე ხტომის
ტექნიკური კომიტეტის
ვიცე-პრეზიდენტი ლუის
ნუნეში, ტექნიკური
კომიტეტის სხვა და
საქართველოს ტანვარჯიშის
ფედერაციის
წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.ინფორმაციას
სპორტის სამინისტრო
ავრცელებს.