უკვე 12 საათზე მეტი გავიდა
მას შემდეგ, რაც
დემონსტრანტებმა
ვარაზისხევი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეების მიერ
დაანონსებული 24-საათიანი
უწყვეტი პროტესტის ვადა
საღამოს 20:00 საათზე
იწურება.რა იქნება გეგმის
შემდეგი ეტაპი, ჯერ
უცნობია. ამ დრომდე
პარალიზებულია
დედაქალაქის ცენტრალური
საკვანძო მონაკვეთი,
მოძრაობა შეზღუდულია
ჭავჭავაძის, მელიქიშვილის
გამზირისა და კეკელიძის
ქუჩებზე. ტერიტორიაზე,
მთელი ღამის განმავლობაში,
მობილიზებული იყო პოლიცია.