„ზურაბ ჭელიძე იყო ბრწყინვალე და სათნო ადამიანი, ამასთანავე, მაღალი რანგის პროფესიონალი“ - დავით ზილფიმიანი

Primetime.ge 9 საათი წინ 1
„ზურაბ ჭელიძე იყო ბრწყინვალე და სათნო ადამიანი, ამასთანავე, მაღალი რანგის პროფესიონალი“ - დავით ზილფიმიანი
დეპუტატი დავით ზილფიმიანი ზურაბ ჭელიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:„მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ფიზიკოსის, მეცნიერის და ჩემი მეგობრის ზურაბ ჭელიძის გარდაცვალების გამო.მე და ზურას მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. ერთად შევქმენით პირველი კერძო რადიო და ტელემაუწყებლობა საქართველოში - „პირველი სტერეოს“ და „პირველი რადიოს“ სახელწოდებით.ზურამ ასევე, უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის დიჯიტალიზაციის პროცესში.ის იყო ბრწყინვალე და სათნო ადამიანი, ამასთანავე, მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელიც განსაკუთრებულად დააკლდება ქვეყანას, ოჯახს და მეგობრებს“, - წერს დავით ზილფიმიანი.
სრულად წაიკითხეთ სტატია