
2024 წელს საქართველოში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სეგმენტების მოხმარება თანაბრად, წლიურად 7.5%-ით გაიზარდა, თუმცა სეგმენტების ზრდა განსხვავდება თბილისსა და რეგიონებში, – ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში „ელექტროენერგიის ბაზარი – 2024 წლის მიმოხილვა“ წერია.
„ქვეყნის მასშტაბით მზარდი ურბანიზაცია ელექტროენერგიის საცალო მოხმარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია.
საქართველოს მოსახლეობაში ბოლო წლების განმავლობაში მზარდი ელექტრიფიკაცია ფიქსირდება, რაც ყველაზე მეტად შესამჩნევია კონდიციონერებისა და ელექტრო ავტომობილების მზარდ რაოდენობაში.
უკანასკნელი ოთხი წლის მონაცემების მიხედვით, პირდაპირი მოხმარების ნახევარზე მეტი ორმა სექტორმა, მეტალურგიამ და კრიპტოინდუსტრიამ, მოიხმარა.
უკანასკნელ წლებში ზაფხულში ელექტროენერგიის მოხმარების პიკი ფიქსირდება.
2024 წელს ჯამური მოხმარების მეოთხედზე მეტი იმპორტირებული ენერგიით დაკმაყოფილდა“, – წერია პუბლიკაციაში.