მწერალი, გიორგი კეკელიძე
სოციალურ ქსელში წერს, რომ
საბერიოში დამწვარი
სახლის ადგილას ახალი
ააშენეს. "საბერიოში,
დამწვარი სახლის ადგილას
ახალი აშენებულია. უბედურ
მშობლებს ჭერი მაინც
ექნებათ",-წერს
ის. შეგახსენებთ, რომ 5
იანვარს, სოფელ საბერიოში,
სახლში გაჩენილ ხანძარს
ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.
ხანძარი ბენზინის აალების
შედეგად გაჩნდა. სახლში
ბავშვებთან ერთად მხოლოდ
მათი ბებია იმყოფებოდა.
ისინი სტუმრად იყვნენ
ბებიასთან, თავად კი,
დედ-მამასთან ერთად,
ზუგდიდის რაიონის სოფელ
ახალკახათში, დევნილთა
კომპაქტურ დასახლებაში
ცხოვრობდნენ.