საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის
აკადემიკოსი, ივანე
ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი,
ვლადიმერ (ლადო) პაპავა
ეკონომიკურ მეცნიერებაში
შეტანილი წვლილისთვის 2025
წლის 1 მაისიდან გახდა
სამეფო ეკონომიკური
საზოგადოების (დიდი
ბრიტანეთი) ნამდვილი წევრი
(Founding Fellow)
(https://res.org.uk/the-royal-economic-society-announces-founding-fellows/?utm_campaign=Dotdigital&utm_medium=email&utm_source=Royal%20Economic%20Society&dm_i=7O8I,R2LS,1O14D3,2AC15,1).
აკადემიკოსი ლადო პაპავა
ამ პრესტიჟულიეკონომიკური
პროფილის საზოგადოების
რიგითიწევრი (Member) 2006 წლიდან
იყო.სამეფო ეკონომიკური
საზოგადოება (Royal Economic Society)
დიდი ბრიტანეთის წამყვანი
ეკონომიკურიასოციაციაა
(https://res.org.uk/about-us/). იგი დაარსდა 1890
წელს, და სამეფო ქარტია 1902
წელს მიიღო.
სამეფოეკონომიკური
საზოგადოება 4 000 წევრს
აერთიანებს, და ისინი
მსოფლიოს 70-ზე მეტ
ქვეყანასწარმოადგენენ. ამ
წევრების თითქმის
ნახევარი
დიდიბრიტანეთიდანაა.სამეფო
ეკონომიკური საზოგადოების
პრეზიდენტიაცნობილი
კვიპროსელ-ბრიტანელი
ეკონომისტი,პროფესორი, სერ
კრისტოფერ პისარიდესი (Professor
Sir Christopher Pissarides), რომელსაც
ეკონომიკაში ნობელის
პრემია 2010 წელს მიენიჭა.