უამინდობის და
დიდთოვლობის გამო,
საქართველოს რკინიგზა
დღეს დაგეგმილ რამდენიმე
რეისს აუქმებს.უქმდება:
თბილისი-ბათუმის;
თბილისი-ზუგდიდის; თბილისი
-ფოთის და თბილისი-ბორჯომის
რეისები. გაუქმებულია
ასევე 27-28 თებერვალს
დაგეგმილი შემდეგი
რეისები: თბილისი-ოზურგეთი;
ოზურგეთი-თბილისი;
ქუთაისი-რიონი;
ქუთაისი-ბათუმი;
ბათუმი-ოზურგეთი; თბილისი –
ბორჯომი და
ბორჯომი-თბილისის რეისი.
მგზავრებს ბილეთის
საფასური სრულად
აუნაზღაურდებათ.
რკინიგზის რეისები
აღდგება შექმნილი
მეტეოროლოგიური ვითარების
გამოსწორებისთანავე.