საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, რთული
მეტეოროლოგიური პირობების
(ქარბუქი, შეზღუდული
ხილვადობა) გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის
საავტომობილო გზის კმ94-კმ146
(აიაზმა-ნინოწმინდა)
მონაკვეთზე, დროებით
შეზღუდულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.საავტომობილო
გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა)
მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.