რომელი პასკა სჯობს? რომელი ვიყიდო და სად? მარციპანით? იქნებ, შოკოლადით? მე შოკოლადით მიყვარს, ჩემ შვილს შოკოლადის გარეშე, პუდრით. პატარა სჯობს, ვიყიდო, თუ დიდი? ჩემი თავი ჯანდაბას, მოდი, შვილის გემოვნებას მოვერგები, იყოს შოკოლადის გარეშე, მეორე მხრივ, შვილს აქედანვე უნდა ასწავლო, რომ ცხოვრება ყოველთვის არ მისცემს იმ არჩევანს, რომელიც მას სურს და სხვისი სურვილებიც უნდა გაითვალისწინოს, არ უნდა ჩათვალოს, რომ ყველა მის გემოვნებას მოერგება.
–ვა, ტყუპი პასკები, ჩემსავით, – ჩაილაპარაკა ტელეფონში თავჩარგულმა შვილმა, რომელიც ზოდიაქოთი ტყუპია, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს რომ შოკოლადიანი პასკა არ უნდა, მომავალ წელს, ან სულაც, ამ აღდგომას, უცებ, შესაძლოა, შოკოლადიანი პასკა მომთხოვოს.
ჩვენ ტკბილ და სურნელოვან „ტკბილ ქვეყანას“ ამასობაში ტყუპი პასკა ჰქონია წარმოებაში, ორი პასკა ერთადაა შეფუთული, ერთი შოკოლადით, მეორე შოკოლადის გარეშე, ზუსტად ჩვენნაირი ოჯახებისთვისაა, ალბათ, ან იმათთვის, ვისაც ორივეს დაგემოვნება სურს, ან სულაც, იმათთვის, ვისი ზოდიაქოც ტყუპია.
–ეს მომეწონება, – თავდაჯერებულად მეუბნება შვილი.
–რა იცი?
–ტკბილი ქვეყნის მედოკი და იდეალი ხომ უგემრიელესია? – კი, შვრიის ნამცხვარს ხომ ყველაზე გემრიელს ესენი აცხობენ? – კი, 3 მარტს რომ ტორტი გიყიდე, მერე სულ მე რომ შემომეჭამა – ისიც ტკბილი ქვეყნის იყო, ხილის და ქოქოსის ტორტებიც ხომ გავსინჯეთ? – ისიც უგემრიელესი აქვთ და პასკებსაც იგივე ადამიანები არ აკეთებენ?
კი, არის ამაში ლოგიკა და ვეთანხმები. მერე ორივეს გვახსენდება, რომ შარშანაც ტკბილი ქვეყნის პასკები გვქონდა საღდგომო სუფრაზე და უკვე ისედაც ვიცით, რომ მოგვეწონება და გაგვეცინა. ოღონდ, შარშან, შოკოლადსა და პუდრას შორის არ გვქონდა არჩევანი, შარშან შოკოლადიანით და მარციპანიანით და საფირმო პასკებით დავტკბით.
დიდი, თუ პატარები?
–დიდს რომ გაჭრი, გაჭრილი დიდხანს არ ინახება, თუ ინახება? – მეკითხება და თავადვე სცემს პასუხს – კი, მაგათი პასკა გაჭრილიც ინარჩუნებს გემოს, თუმცა, ან დიდხანს ვინ გააჩერებს, – იცინის და ღიპზე ისვამს თითებს.
–მეგობრებთან მიწევს წასვლა, სასაფლაოზეც უნდა გავიდე ორშაბათს და პატარა პასკებიც მინდა.
–150 გრამიანებიც აქვთ, 350 გრამიანებიც, 500 გრამიანებიც, 850–870 გრამიანებიც, – დიდიც ვიყიდოთ და პატარებიც. ოღონდ, გეხვეწები, მათ საცხობში ვიყიდოთ რა, საცხობთან ისეთი სუნი დგას, მარტო იმ სუნის გამო მიყვარს იქ მისვლა, ამბობს და ტუჩს წინასწარ ილოკავს.
პასკა პუდრით – 850 გრ.
პასკა პუდრით – 550 გრ.
პასკა პუდრით – 350 გრ.
პასკა შოკოლადით – 870 გრ
პასკა შოკოლადით – 370 გრ
პასკა შოკოლადით და მარციპანით – 870 გრ.
პასკა შოკოლადით და მარციპანით – 370 გრ.
პასკა ტყუპები – 2Х250 გრ
ტკბილი ქვეყანა, სხვა პასკებთან ერთად, გთავაზობთ, საფირმო ნაწარმსაც.
პასკა „საფირმო“ – წონა 450 გრ.
პასკა „საფირმო“ შოკოლადით – 500 გრ.
პასკა „საფირმო“ პუდრით – 850 გრ.
და მისი უდიდებულესობა, პასკა „საფირმო“ კარაქით – 850 გრ.
ტკბილი ქვეყნის პასკები შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებში, ან მისამართზე – თბილისი, ვახტანგ ნინუას 3.
The post ტყუპი გემო არამხოლოდ ტყუპებისთვის – რა არჩევანს გვთავაზობს წელს ტკბილი ქვეყანა? appeared first on .