“ძაღეძმარი – ეს კერძი გაიყოლეს სამშობლოდან გადახვეწილმა მუჰაჯირებმა და თაობებს გადასცეს” – ზურაბ ბაუჟაძე

Alia 3 თვის წინ 69
“ძაღეძმარი – ეს კერძი გაიყოლეს სამშობლოდან გადახვეწილმა მუჰაჯირებმა და თაობებს გადასცეს” – ზურაბ ბაუჟაძე
ჟურნალისტი, გიდი, ზურაბ ბაუჟაძე:
ჩვენებურების სამზარეულო თურქეთში
ძაღეძმარი
საქართველოში ეს კერძი ყოფაში დღემდე ცოცხალია ქობულეთის სოფლებში. მეტწილად გაზაფხულზე ამზადებენ და პოპულარულიც კი არის.
მზადდება კარგად დანაყილი ნიგვზის, ძმრის, სანელებლებისა და ქინძისაგან.
შედარებით თხელ სოუსში მოხარშულ კვერცხებს აწყობენ.
ამზადებენ დაკონსერვებული პომიდვრის წვენისგანაც, რომელსაც დიდი რაოდენობით ნიახურს უმატებენ.
თურქეთში ამზადებენ ქობულეთელ მუჰაჯირთა შთამომავლები.
ძაღეძმარი ერთგვარი სოუსი იყო ძველად გურიაში, რომელიც ნიგვზისგან მზადდებოდა და უამრავი კერძის შემადგენლობაში შედიოდა. მის დამზადებას რამდენიმე თვე სჭირდებოდა და ფერმენტაციის შემდეგ წლობით ინახებოდა.
წყაროებში იგი პირველად 1854 წელს იხსენიება ერთ–ერთი სუფრის აღწერისას, რომელიც გურია-იმერეთის საზღვარზე გაიმართა.
მისი დამზადების რეცეპტი შემოგვინახა აპოლონ წულაძემ და ბარბარე ჯორჯაძემ.
დღეისათვის ყოფაში აღარ დასტურდება და დავიწყებულია. თუმცა, ქობულეთურმა სამზარეულომ, როგორც გურული გასტრონომიის ნაწილმა, შემოგვინახა კერძი ამ სახელწოდებით.
ეს კერძი გაიყოლეს სამშობლოდან გადახვეწილმა მუჰაჯირებმაც და თაობებს გადასცეს.
შეიძლება იყოს congee გამოსახულება

The post “ძაღეძმარი – ეს კერძი გაიყოლეს სამშობლოდან გადახვეწილმა მუჰაჯირებმა და თაობებს გადასცეს” – ზურაბ ბაუჟაძე appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია